34 წლის უკრაინელი საყრდენი ნახევარმცველი ანატოლი ტიმოშჩუკი კარიერას “ზენიტში” განაგრძობს. ფეხბურთელის დაბრუნება სანკტ-პეტერბურგელებმა ოფიციალურად დაადასტურეს.
ტიმოშჩუკს “ბაიერნთან” კონტრაქტი მიმდინარე თვის ბოლოს უმთავრდება და 1 ივლისს, ის “ზენიტს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
უკრაინელი ფეხბურთელი “ზენიტში” აქამდეც თამაშობდა. 2007-09 წლებში, რუსული კლუბის მაისურით მან 100 თამაში ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. ტიმოშჩუკი “ბაიერნში” სწორედ “ზენიტიდან” გადავიდა. 2009-13 წლებში, მიუნხენურ კლუბში ჩატარებულ 132 მატჩში მან თავი გატანილი გოლით 6-ჯერ გამოიჩინა. “ბაიერნთან” ერთად ტიმოშჩუკმა ორ-ორჯერ ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და სუპერთასი, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.