ფეხბურთი

13:16 | 10.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტიმოშჩუკი “ბაიერნს” დატოვებს

მიუნხენის “ბაიერნი” ვეტერან ნახევარმცველ ანატონი ტიმოშჩუკს კონტრაქტს აღარ გაუხანგრძლივებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი სეზონიდან, უკრაინელი სხვა კლუბში იასპარეზებს. ამ ინფორმაციას Sport1.de ავრცელებს. 

ტიმოშჩუკს მიუნხენელებთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, ივლისიდან კი, თავისუფალი აგენტი გახდება. ნახევარმცველის გადაბირების სურვილი რუსულ და უკრაინულ კლუბებს აქვთ. 
ცნობისათვის, ტიმოშჩუკმა “ბაიერნის” შემადგენლობაში 124 მატჩი ჩაატარა. უკრაინელმა “რეკორდმაისტერთან” ერთად ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და გერმანიის სუპერთასი მოიგო. გარდა ამისა, 2-ჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, ტიმოშჩუკი მიმდინარე სეზონსაც ვერცხლის სინით დაასრულებს.
0.112395