ფეხბურთი

14:19 | 2.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგუ სილვა ზედიზედ მესამედ საუკეთესო “ევროპელი” გახდა

 

ფრანგული პსჟ-ს მცველი ტიაგუ სილვა ზედიზედ მესამედ ევროპაში მოასპარეზე საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი Sambafoot.com-ი იუწყება.

Samba Gold-ი ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც გამორჩეულ “ევროპელ” ბრაზილიელს გადაეცემა.

ტიაგუ სილვამ გამოკითხულთა ხმათა 24,19 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე მიუნხენის “ბაიერნის” მცველი დანტე (14.63 პროცენტი) გავიდა, ხოლო მესამეზე – ლონდონის “ჩელსის” შუახაზელი ოსკარი (8,2 პროცენტი).

აქვე გეტყვით, რომ სილვა საუკეთესოდ ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად აღიარეს.

იმავე გამოცემის ცნობით, ევროპაში მოასპარეზე გამორჩეულ ბრაზილიელ ლეგიონერთა საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

ტიაგუ სილვა, დანტე. ოსკარი, ფელიპე მელო, დავიდ ლუიზი, ფილიპე კოუტინიო, ჰალკი, ლუის გუსტავო, რამირესი, ფერნანდინიო.

0.112574