ფეხბურთი

22:28 | 22.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგუ სილვა რუნის იწვევს

“პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი ცენტრალური მცველი ტიაგუ სილვა იმედს არ კარგავს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი უეინ რუნი კარიერას პარიზულ გუნდში განაგრძობს.

გასულ ზაფხულში, რუნი “მანჩესტერიდან” წასვლასთან ახლოს იყო. 27 წლის ფეხბურთელმა გუნდის გამოცვლის სურვილი არც დამალა. არც ისაა საიდუმლო, რომ “მანჩესტერს” ოფიციალური წინადადებით “ჩელსიმ” მიმართა. ინგლისელი შემტევის შეძენით კიდევ რამდენიმე გუნდი იყო დაინტერესებული, მათ შორის პსჟ-ც.

“ნათელია, რომ “მანჩესტერში” რუნის მომავალი ბურუსითაა მოცული. ფეხბურთელმა თავად განაცხადა, რომ მას ახალი გამოწვევები იზიდავს.

თუ რინის აზრი იანვარში, ან თუნდაც ზაფხულში არ შეიცვლება, მინდა ის პსჟ-ში მოვიწვიო. ჩვენ ევროპულ ფეხბურთში ყველაზე მიმზიდველი პროექტი გვაქვს. ჩვენი ამბიციები ცხადყოფს, რომ წარმატების მიღწევა გვსურს.” – ციტირებს სილვას სიტყვებს Mirror-ი.

0.118159