ფეხბურთი

11:04 | 1.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგუ სილვა “რეიმსისთვის” მზადაა

ფრანგული პსჟ-ს მცველი ტიაგუ სილვა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს და ტკივილი აღარ აწუხებს. ამის შესახებ L’Equipe-ი იუწყება. 

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ბრაზილიელმა ტრავმა სრულად მოიშუშა და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ “რეიმსთან” საფრანგეთის ჩემპიონატის უახლოეს ტურში თამაშს შეძლებს. ეს მატჩი შაბათს ჩატარდება. 
შეგახსენებთ, რომ სილვამ კოჭის ტრავმა 2 თვის წინათ მიიღო და მას შემდეგ უქმობდა.
0.122585