ფეხბურთი

18:00 | 11.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგუ სილვა: “იბრაჰიმოვიჩი, მესიზე და რონალდუზე “მაგარია”

ფრანგული პსჟ-ს ბრაზილიელი მცველი ტიაგუ სილვა დარწმუნებულია, რომ მისი თანაგუნდელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი “ოქროს ბურთს” იმსახურებს.

“როგორც ფეხბურთის გულშემატკივარს, იბრაჰიმოვიჩი მიყვარს. დარწმუნებული ვარ, რომ ის “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა სამეულში მოხვდება. რა თქმა უნდა, მისთვის ამ ჯილდოს მოგება უძნელესი იქნება, მაგრამ ის მთავარ პრიზს იმსახურებს. იგი, ლიონელ მესიზე და კრიშტიანუ რონალდუზე “მაგარია”- იუწყება ბრაზილიელი ფეხბურთელის სიტყვებს ინტერნეტპორტალი Goal.com-ი.

ასევე, ბრაზილიელმა მცველმა კომენტარი მისი ყოფილი კლუბის “მილანის” მიერ ბოლო დროს ნაჩვენებ შედეგებზე გააკეთა:

“ახლა, “მილანისთვის” რთული დრო დადგა. განსაკუთრებით კლუბის ხელმძღვანელობისთვის. გალიანი სერიოზული წნეხის ქვეშაა, მაგრამ ეს მისი ბრალი არაა. “მილანი” იმ შეცდომების გამო ისჯება, რაც წარსულში ჩაიდინა. ჩემთვის ძალიან საწყენია კლუბის ასეთ მდგომარეობაში ხილვა.”

0.123397