ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელმა მცველმა ტიაგო სილვამ “ბარსელონაში” გადასვლის პერსპექტივა გამორიცხა. ბრაზილიელი მცველის კატალონიაში შესაძლო გადაბარგების შესახებ ბოლო დროს ძალიან ბევრი დაიწერა და ითქვა, მაგრამ ინფორმაცია ჯერ სილვას აგენტმა უარყო, შემდეგ კი თავად ფეხბურთელმა.
“ვკითხულობდი გაზეთებში ჩემს თაობაზე გავრცელებულ ცნობებს და მეღიმებოდა. “ბარსელონაში” ჩემი გადასვლის შანსი ნულის ტოლია, რადგან “პარი სენ-ჟერმენთან” მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და რაც მთავარია, პარიზულ კლუბში თავს მშვენივრად ვგრძნობ”, – განაცხადა ტიაგო სილვამ.