ფეხბურთი

12:12 | 14.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო სილვა ნოემბერში დაბრუნდება

ფრანგული პსჟ-ს კაპიტანი, ბარზილიელი მცველი ტიაგო სილვა სექტემბერში “მონაკოსთან” მატჩში მიღებული დაზიანების მკურნალობას განაგრძობს.

L’equipe-ს ცნობით, მიუხედავად არცთუ სასიამოვნო პროგნოზებისა, რომელიც გასულ კვირაში კეთდებოდა, 29 წლის ფეხბურთელის აღდგენითი პროცესი სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს და მან უკვე დაიწყო ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში. ჯერჯერობით ის მხოლოდ ფიტნესითაა დაკავებული და ექიმები ვარაუდობენ, რომ თამაშს დაახლოებით ოთხ კვირაში შეძლებს.

მიუხედავად აღდგენითი პროცესების სწრაფი ტემპისა, პარიზელები გარისკვას არ აპირებენ და ტიაგო სილვა მოედანზე მხოლოდ ნოემბერში გავა.

0.116262