პსჟ-ის ბრაზილიელმა მცველმა ტიაგო სილვამ თქვა, გული მიგრძნობს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ისევ “ბარსელონას” შევხვდებითო. როგორც იცით, შარშან მათი მეოთხედფინალური დაპირისპირება შედგა და “ბარსამ” სტუმრად მეტი გოლის გატანით მოახერხა გასვლა – 2:2, 1:1.
ტიაგო სილვას არ სურს “ბარსასთან” შეხვედრა:
“ეს არაფერ შუაშია იმასთან, რომ ბავშვობიდანვე “ბარსას” გულშემატკივარი ვიყავი. უბრალოდ, მეტოქედ სხვა გუნდს ვარჩევდი, თუმცა ისიც ვიცი, რომ ყველა ვარიანტში “ლევერკუზენზე” ძლიერი მეტოქე შეგვხვდება”.