ფეხბურთი

15:49 | 3.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო მოტა: “ფავორიტი “ჩელსია”

“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა ტიაგო მოტამ “ჩელსისთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4-ფინალური მატჩის შემდეგ (3:1) განაცხადა, რომ წყვილის ფავორიტად მაინც ლონდონელებს მიიჩნევს.

“კარგი შედეგია, მაგრამ ჯერ ბევრი არაფერი გაგვიკეთებია. წინ 90 წუთია. “ჩელსის” ევროარენაზე დიდი გამოცდილება აქვს და წყვილის ფავორიტებად რჩებიან. ლონდონელები “სტემფორდ ბრიჯზე” უკეთ ითამაშებენ. პირველი ტაიმის უკანასკნელ ნახევარ საათში, ლონდონელები ბრწყინვალედ ირჯებოდნენ. იბრაჰიმოვიჩის გარეშე ლონდონში თამაში რთული იქნება. იმედია, ტრავმა არცთუ სერიოზულია”, - განაცხადა მოტამ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

დღევანდელი ინფორმაციით, იბრაჰიმოვიჩი საპასუხო მატჩს გამოტოვებს.

 

0.114572