მიუნხენის “ბაიერნსა” და ფრანკფურტის “აინტრახტს” შორის გამართული შეხვედრა (5:0) მასპინძელთა ესპანელი ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას ბენეფისად იქცა. 22 წლის ფეხბურთელს არც გოლი გაუტანია და არც შედეგიანი გადაცემა გაუკეთებია, მაგრამ გუნდის შეტევების მთავარი წარმმართველი სწორედ ის იყო, რასაც ბუნდესლიგის 2 რეკორდის დამყარება მოჰყვა.
“აინტრახტთან” გამართულ შეხვედრაში ტიაგო ბურთს 185-ჯერ შეეხო, რაც ბუნდესლიგისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. აქამდე რეკორდი (155 შეხება) ბასტიან შვაინშტაიგერს ეკუთვნოდა. გარდა ამისა, ტიაგომ რეკორდული რაოდენობის, 158 გადაცემა გააკეთა, რომელთაგან 148 ზუსტი გამოდგა.
ესპანელი ფეხბურთელის პასის სიზუსტე 93% იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია გრძელი პასების სიზუსტე – 22 გრძელი გადაცემიდან 90% ზუსტი გამოდგა.