ტიაგო ალკანტარა კვლავაც ტრავმირებულია და მიუნხენის “ბაიერნში” ვერ გამოიძებნა ადამიანი, რომელიც იტყოდა, როდის დაიწყებს ფეხბურთელი სრული დატვირთვით ვარჯიშს. მან მარტში მიიღო მუხლის ტრავმა და ელოდნენ, რომ ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში ფორმაში იქნებოდა, მაგრამ დაიწყო სექტემბერი, ექსბარსელონელი ნახევარმცველი კი კვლავაც ლაზარეთშია.
მათიას ზამერმა გერმანულ Kicker-ს განუცხადა, რომ გაურკვევლობაშია:
“ვერ გეტყვით, რამდენ ხანში მომჯობინდება ტიაგო. ჩვენც ვნერვიულობთ ამის თაობაზე”.