შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ინგლისურმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” თავდამსხმელი უეინ რუნი გაყიდოს. ამის შესახებ The Telegraph-ი იუწყება.
ბრიტანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, რუნის “ოლდ ტრაფორდიდან” აბარგების ალბათობა მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, რაც ალექს ფერგიუსონმა 27 წლის ინგლისელი მადრიდის “რეალთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში (1:2) სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვა. როგორც ამბობენ, ფერგიუსონი უკვე აჩვევს თავის გუნდს რუნის გარეშე თამაშს.
თანაც, “მანჩესტერს” ინგლისელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს. ამგვარად, შესაძლოა, “წითელმა ეშმაკებმა” ერთ-ერთი ლიდერი სულ რაღაც 20 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაყიდონ.