კალათბურთი

11:43 | 25.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტეხასური დერბი "ჰიუსტონმა" მოიგო

 

"ჰიუსტონ როკეტსმა" საკუთარ Toyota Center-ში დასავლეთ კონფერენციის ლიდერ "სან ანტონიოს" უმასპინძლა და ჯეიმს ჰარდენის ბრწყინვალე თამაშის შედეგად, ბოლო წამებზე მეტოქეს გამარჯვება ხელიდან გამოსტაცა - 96:95.

"წვერებიანმა კაცმა" შეხვედრა 29 ქულით, 9 მოხსნით და 6 შედეგიანი პასით დაასრულა, თან საფინალო სირენამდე 4,5 წამით ადრე ჩააგდო გადამწყვეტი ორქულიანი. მასპინძელთა ფორვარდის, ჩენდლერ პარსონსის მონაგარი 20 ქულა და 8 მოხსნა გახლდათ, ომერ აშიქმა დიდი ოდენობით შავი სამუშაო გასწია, 14 მოხსნა მოაგროვა და ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა, რომ ტიმ დანკანმა ბოლო მეოთხედში ქულა ვერ დააგროვა.

შეხვედრა თანაბარი ბრძოლით დაიწყო და დიდი ხნის განმავლობაში ვერცერთი გუნდი ახერხებდა, ანგარიშში სერიოზული სხვაობით გაქცეოდა მეტოქეს. მეოთხე მეოთხედის სტარტზე მასპინძლები 7-ქულიანი ჰანდიკაპით იგებდნენ, თუმცა გრეგ პოპოვიჩის გუნდმა სპლიტერისა და პარკერის კარგი გარჯის შედეგად ჯერ გაათანაბრა ანგარიში, ხოლო საფინალო სირენამდე 1:50 წუთით ადრე 4 ქულით წინაც გავიდა - 93:89. კევინ მაკჰეილმა მატჩში ახალბედა ბევერლი ჩართო - ძალიან კარგი დამცველი, მანაც გაამართლა გაცემული ავანსები და დენი გრინს გადამწყვეტ მომენტში მშვენივრად დაუფარა. კონტრშეტევაზე ჰარდენმა პარსონსს პასი გადააწოდა და მანაც სამიანი ჩასვა - 92:93. დარჩენილი მცირე დრო პარკერისა და ჰარდენის პირად გარჩევად გადაიქცა, რომელიც ამ უკანასკნელმა მოიგო, ჩააგდო რა ოპონენტზე 2 ქულით მეტი. საბოლოოდ - 96:95, "ჰიუსტონის" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება.

"ატლანტა" წარმატებულ თამაშს აგრძელებს. ამჯერად ჯორჯიის შტატის წარმომადგენლებმა გასვლაზე "მილუოკი ბაქსი" დაამარცხეს - 104:99. "ჰოუქსმა" გასაოცრად კარგი გუნდური კალათბურთი ითამაშა, რის ხარჯზეც საბოლოოდ თავისკენ გადახარა თამაშის ბედი. წინა ხაზში კვლავ სოლიდურად გამოიყურებოდნენ ჯოშ სმიტი (23ქულა) და ელ ჰორფორდი (24 ქულა), უკანა ხაზმა კი მთავარი ამოცანის შესრულება შეძლო და გაჭირვებით შეაჩერა მასპინძელთა სუპერდუეტი ელისისა და ჯენინგსის შემადგენლობით. "ატლანტას" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია ტრავმირებულია და კვლავ ვერ ეხმარებოდა საკუთარ გუნდს.

"მაიამიმ" ყველანაირი პრობლემების გარეშე დაამარცხა საკუთარ არენაზე ლიგის უპირობო აუტსაიდერი "შარლოტი" (109:77) და ზედიზედ მოგებულ შეხვედრათა სერია 26-მდე აიყვანა. ისევ საუკეთესო გახლდათ ლებრონ ჯეიმსი, რომელსაც 2 პასი დააკლდა მორიგ სამმაგ დუბლამდე (32ქ+10პ+8მ). რეგულარული სეზონის ერთ-ერთ მთავარ ინტრიგად იქცა კითხვა: შეძლებს ამ გენერაციის "ჰიტი" ნბა-ს ყველა დროის რეკორდის გაუმჯობესებას, რომელიც შორეულ 1971-72 წლებში "ლეიკერსმა" დაამყარა, როცა მიჯრით 33 მატჩი მოიგო?

"დალასი" განაგრძობს ბრძოლას პლეი ოფისთვის. მას შეცდომის დაშვების შანსი თითქმის აღარ დარჩა, მით უმეტეს, საკუთარ კონკურენტებთან. რიკ კარლაილის დამოძღვრილმა გუნდმა "იუტას" უმასპინძლა და უხვქულიან მატჩში 113:108 იმარჯვა. გაამართლა ჯეიმსის სასტარტო ხუთეულში გამოცდილი მაიკ გამთამაშებლად დაყენებამ, რომელიც ქულებსაც უხვად აგროვებს და თანაგუნდელებსაც მშვენიერი პასებით ამარაგებს. მაღალ დონეზე ითამაშეს დირკ ნოვიცკიმ და შონ მერიონმა, ხოლო ცენტრის პოზიციაზე რაიტის გარჯამ "მავერიქსს" მეტი სისწრაფე შესძინა კონტრშეტევაზე თამაშისას, რაც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა.

დღევანდელი წარმატების შემდეგ, "დალასს" 34 მოგება და 36 მარცხი აქვს, VIII-IX ადგილებს ინაწილებს "ჯაზმენებთან" და 2 მატჩის მოგების დისტანციაზე მიუახლოვდა საპლეიოფო ზონის მერვეადგილოსან "ლეიკერსს".

 

მილუოკი - ატლანტა 99:104 (24:24, 25:26, 25:24, 25:30)

მილუოკი: ჯენინგსი (12+13პ), ელისი (20),სანდერსი(15+12მ), ილიასოვა (19+10მ), დანიელსი (2); დანლივი (6), იუდო (10),რედიკი (9),დალამბერი (6)

ატლანტა: ტიგი (14), ჰორფორდი (24), სმიტი (23), კორვერი (9), ჰარისი (16); ჯენკინსი, მაკი (2), ჯონსი (8), ტოლივერი (5), პეტრო (3)

 

მაიამი - შარლოტი 109:77 (23:19, 24:20, 26:18, 36:20)

მაიამი: ჩელმერსი (2), მილერი (6), ბოში (15), ჯეიმსი (32+8მ+10პ), ჰასლემი (1); ალენი (14), ანდერსენი (6), კოული (15),ენტონი, ბეტიე (6), ლუისი (7), ჰოვარდი (2), ჯონსი (3)

შარლოტი: ვოკერი (20), ჰენდერსონი (18),ბიიომბო (2), მულენსი (5), კიდ-გილკრისტი (13+10მ); პარგო (5),გორდონი,ტეილორი (8),ადრიენი (3), უილიამსი (3)

 

ჰიუსტონი - სან ანტონიო 96:95 (22:20, 21:26, 31:21, 22:28)

ჰიუსტონი: ლინი (6), ჰარდენი (29), აშიკი (5), მოტეიუნასი (10), პარსონსი (20); რობინსონი, ბევერლი (11), სმიტი (6), დელფინო (9)

სან ანტონიო: პარკერი (23), გრინი (9), ლეონარდი (12), სპლიტერი (10), დანკანი (17); ჯექსონი (8), დიაუ (10), ჯინობილი (3), ბონერი, დე კოლო (3)

 

ოკლაჰომა - პორტლენდი 103:83 (24:19, 21:28, 30:21, 28:15)

ოკლაჰომა: ვესტბრუკი (21), სეფალოშა (4), პერკინსი (4), იბაკა (16+5დ), დურანტი (24+10მ); მარტინი (11), კოლისონი (10), ტაბიტი (5), ლიგინსი (2), ჯექსონი (6)

პორტლენდი: ლილარდი (19), მეტიუსი (8), ჰიქსონი (12), ოლდრიჯი (10+12მ), ბატუმი (13); ლეონარდი (9), მეინორიი (10), ბარტონი (2), ბაბიტი, სმიტი

 

მინესოტა - ჩიკაგო 97:104 (16:23, 27:33, 25:22, 29:26)

მინესოტა: რიდნური (4), რუბიო (15), პეკოვიჩი (15), კირილენკო (4), უილიამსი (28); კანინგემი (10), ბარეა (9),სტიმსმა (2), ჟელაბალი, შვედი (3), ბადინგერი (7)

ჩიკაგო: ჰაინრიხი (8), ბატლერი (20), მოჰამედი (4), ბუზერი (19+12მ), დენგი (17); კუკი (2), გიბსონი (12)

 

დალასი - იუტა 113:108 (24:27, 29:25, 30:19, 30:37)

დალასი: მ.ჯეიმსი (19), მეიო (10), რაიტი (7),მერიონი (15), ნოვიცკი (17); კამანი (4),კარტერი (15),კრაუდერი (2),ბრენდი (10),კოლისონი (13), ბ. ჯეიმსი (1)

იუტა: მო უილიამსი (10), ფოი (12), ჯეფერსონი (15), მილსაპი (15), ჰაივარდი (13); მა. უილიამსი (2), ევანსი (4), ფეივორსი (7), კანტერი (17), კეროლი (2), ბარქსი (11)

 

ფინიქსი - ბრუკლინი 100:102 (25:25, 18:30, 33:20, 24:27)

ფინიქსი: დრაგიჩი (31+12პ+9მ), ჯონსონი (21), სკოლა (8), მარკიფ მორისი (10), ტაკერი (14);დადლი (6), მარშალი (2), ჰადადი (2), ბისლი (6)

ბრუკლინი: უილიამსი (20), ბოგანსი (3), ლოპესი (21),ევანსი (4), ვოლესი (9); ბლაჩი (8),ვოტსონი (14), ჩილდრესი (), ბრუქსი (6), ჰამფრიზი (17)

 

საკრამენტო - ფილადელფია 103:117 (31:22, 27:36, 24:33, 21:26)

საკრამენტო: ტომასი (25), ევანსი (19), კაზინსი (8), ტომპსონი (8), სალმონსი (5); პატერსონი (12),ტორნტონი (22), აუთლო (2), ოლდრიხი (2)

ფილადელფია: ჰოლიდეი (21+10მ), ვილკინსი (17), თ. იანგი (14), თერნერი (7), ჰოუსი (14+10მ); მოუტრი (2), რაიტი (22), აივი, ალენი (20)

0.185417