ფეხბურთი

19:13 | 10.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტევესს გამასწორებელი სამუშაო ფულადი ჯარიმით შეეცვალა

ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეულს, კარლოს ტევესს, ინგლისის ხელისუფლებისთვის, 3 ათასი ფუნტის გადახდა მოუწევს. ამის მიზეზი ჯერ კიდევ “სიტიში” თამაშის დროს მის მიერ ავტომობილით მოძრაობის წესების დარღვევაა.

მოძრაობის წესების დარღვევის გამო, ტევესს, აქამდე, 250 საათის განმავლობაში საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ჰქონდა მისჯილი. არგენტინელის იტალიაში გადასვლის შემდეგ, სასჯელის აღსრულება ძალიან გართულდა და ამის გათვალისწინებით, სსამართლომ ტევესს სანქცია შეუცვალა – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ნაცვლად, ფეხბურთელს 3 ათასი ფუნტის გადახდა მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13402