გადაწყვეტილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ინგლისური “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი კარლოს ტევესი კლუბს შეიცვლის. გასარკვევი მხოლოდ ისღაა, რომელ კლუბში განაგრძობს კარიერას არგენტინელი.
Calciomercato-ს ცნობით, ტევესს ერთბაშად რამდენიმე კლუბი ეპატიჟება. რამდენადაც ცნობილია, არგენტინელის ხილვით “მონაკო”, ტურინის “იუვენტუსი”, “პარი სენ-ჟერმენი”, დონეცკის “შახტარი” და მახაჩყალის “ანჟი” არიან დაინტერესებული. თავად ტევესი პარიზში გადაბარგების წინააღმდეგი არაა: “პსჟ-სთან საუბარი გვქონდა. თუკი ლეონარდო კიდევ ერთხელ დამირეკავს, უპრობლემოდ დავთანხმდები. ეს ჩემთვის ერთობ საინტერესო ვარიანტია”.
ცნობისათვის, “სიტიში” ტევესის წლიური ანაზღაურება 10 მილიონი ევროა.