ფეხბურთი

16:40 | 6.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტევესი: “მე-10 ნომრის გამო წნეხს ვერ ვგრძნობ”

ახლახან არგენტინელი კარლოს ტევესი “მანჩესტერ სიტიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადაბარგდა. იტალიურმა კლუბმა მასში დაახლოებით 9 მილიონი ევრო გადაიხადა.Mტევესს მე-10 ნომერი მისცეს, რომელიც მანამადე ტურინელთათვის საკულტო ადამიანს, ალესანდრო დელ პიეროს ეკუთვნოდა.

“იტალიაში 9 ივლისს ჩავალ და ახალ თანაგუნდელებთან ერთად წინასასეზონო შეკრებას დავიწყებ. 2 დღე ტურინში გავჩერდებით, შემდეგ კი მთიან რეგიონში წავალთ, - ამბობს ტევესი, - “იუვე” ძალიან მომთხოვნი კლუბია, მაგრამ ამისთვის მზად ვარ. კარგია, რომ კონტრაქტი დროზე გავაფორმე, ახლა უფრო მეტი დრო მექნება იტალიურ ფეხბურთთან შესაჩვევად. თანაც, ახალ კლუბთან ერთად სრულფასოვან შეკრებას გავივლი. რაც შეეხება ჩემთვის მოცემული მე-10 ნომრის გარშემო ატეხილ ხმაურს, გეტყვით, რომ ამასთან დაკავშირებით არანაირ წნეხს არ ვგრძნობ. სიმართლე გითხრათ, ნომერზე საერთოდ არ ვფიქრობ, მთავარია კარგად მოვემზადო. თანაგუნდელებმა კარგად მიმიღეს, ტურინში ჩასვლისას კი აეროპორტში ტევა არ იყო, გულშემატკივრებმა ძალიან თბილად მიმიღეს. იმდენი ხალხი მოვიდა, დღემდე არ მჯერა”.

ტევესის კონტრაქტი 2016 წლამდე მოქმედებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126084