ფეხბურთი

0:56 | 27.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტევესი “იუვენტუსის” ახალი ათიანია

29 წლის არგენტინელი შემტევი კარლოს ტევესი კარიერას “იუვენტუსში” განაგრძობს. ტურინული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, “ბებერმა სინიორამ” და ტევესმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

ოფიციალური ინფორმაციით, მომდევნო 2 წლის განმავლობაში, “იუვენტუსი” “სიტის” 9 მილიონ ევროს გადაუხდის. მომდევნო 3 წლის განმავლობაში კლუბისა და ფეხბურთელის წარმატებების გათვალისწინებით, შესაძლოა, სატრანსფერო თანხა კიდევ 6 მილიონით გაიზარდოს.

კარლოს ტევესი 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსის” ლეგენდის, ალესანდრო დელ პიეროს გუნდიდან წასვლის შემდეგ, ეს ნომერი თავისუფალი იყო.

კარლოს ტევესი “მანჩესტერ სიტიში” 2009-13 წლებში თამაშობდა. “ქალაქელთა” რიგებში ჩატარებულ 138 თამაშში მან 73 გოლი გაიტანა.

0.115954