მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო მორიგ “იმპერატორის თასს” კიდევ უფრო მიუახლოვდა. “თეთრმა ფენიქსმა” მიჯრით მე-11 გამარჯვება ოძეკი კაკურიუსთან იზეიმა და უახლოეს მდევრებს უკვე 2 მოგებით გაასწრო.
მდევრები კი სამნი არიან: ბულგარელმა ოძეკი კოტოოშუმ და ბრაზილიელმა მე-12 მაეგაშირა კაისეიმ ამჯერად მარცხი განიცადეს და 9 გამარჯვებით მე-9 მაეგაშირა აოიამას გაუტოლდნენ.
ნაგოიაში მიმდინარე ივლისის სუპერტურნირის მე-12 დღეს გამორჩეული ჰაკუჰო-კოტოშოგიკუს, კისენოსატო-კოტოოშუს და კაკურიუ-ჰარუმაფუჯის შერკინებები იქნება.
მორიგი წარუმატებლობა შეემთხვა ქართველ თეიურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს, რომელიც დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით ირჯება.
გაგამარუ კომუსუბი ტოკიტენკუსთან სუკუინაგეთი დამარცხდა და 2 გამარჯვების ფონზე, ეს მისი მე-9 წაგება გახლდათ.
ცხადია, გაგამარუს უარყოფითი ბალანსისგან (მაკე-კოში) ვეღარაფერი იხსნის, ხოლო რამდენად დიდი იქნება ვარდნა, იმაზე იქნება დამოკიდებული, თეიმურაზი დარჩენილ ბრძოლებს როგორ ჩაატარებს.
ჯუღელის მომდევნო მოწინააღმდეგე კომუსუბი შოჰოძანია, რომელსაც ნაგოიას ბაშო ასევე “ჩაუვარდა” – მის ანგარიშზე მხოლოდ 3 გამარჯვებაა. წლეულს მარტში, ქართველი სუმოისტი იაპონელთან უვატედაშინაგეთი დამარცხდა.
ნაგოიას ბაშოს მე-11 დღის მიმოხილვა
http://www.youtube.com/watch?v=SRyRbTAw7Hs&feature=player_embedded