ფეხბურთი

19:24 | 30.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტერის კარიერის დასრულება "ჩელსიში" სურს

ლონდონის "ჩელსის" ცენტრალური მცველი, ჯონ ტერი იმედოვნებს, რომ “ჩელსისთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ინგლისელ ფეხბურთელს "არისტოკრატებთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს უმთავრდება.

"კლუბში თამაში კარიერის ბოლომდე მინდა. "ჩელსიში" 14 წლიდან ვარ და არსად წავსულვარ. ახალი კონტრაქტის დეტალები უკვე განიხილება. მართალია მოლაპარაკება დიდი ხნის წინ არ დაწყებულა, მაგრამ კლუბში დარჩენას ვიმედოვნებ." _ განაცხადა ჯონ ტერიმ.

33 წლის ფეხბურთელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ კლუბთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120345