ფეხბურთი

17:29 | 22.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტერ შტეგენმა “ბარსელონასთან” 2019 წლამდე გააფორმა

გერმანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი “ბარსელონაში” ოფიციალურად ჩაირიცხა. ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, მან კატალონიელებთან კონტრაქტი 2019 წლამდე გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკეს “ბარსას” თავკაცად დანიშვნის შემდეგ, ტერ შტეგენი კლუბის პირველი შენაძენია. რობერტ ენკეს შემდეგ, ის მეორე გერმანელი მეკარე იქნება, რომელსაც კატალონიელთა რიგებში უთამაშია.

განვლილ სეზონში, 22 წლის ტერ შტეგენმა “მიონხენგლადბახში” 35 მატჩი ჩაატარა და 43 გოლი გაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134294