ფეხბურთი

18:28 | 12.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

თექთურმანიძე ისევ "სპარტაკშია", კვეკვესკირი - "დინამოს" დუბლებში

გიორგი თექთურმანიძე ისევ ცხინვალის "სპარტაკში" ითამაშებს. "ჩიორა" თბილისის "დინამოსგან" თავისუფალია, საიჯარო ხელშეკრულება აღარ აქვს და 6 თვე კახა კაჭარავას გუნდში ითამაშებს. თექთურმანიძემ პირველი ეტაპის ბოლო მატჩები კარგად ჩაატარა და მისი დიდი დამსახურებაცაა, რომ "სპარტაკმა" შედარებით გამოასწორა ცხრილში სიტუაცია – ყოველ შემთხვევაში, უპირობო აუტსაიდერი აღარაა.

თექთურმანიძისგან განსხვავებული სიტუაცია შეექმნა ნიკა კვეკვესკირს. როგორც იცით, ისიც განათხოვრებული იყო "სპარტაკში", თუმცა "დინამომ" დაიბრუნა. კვეკვესკირს "დინამოს" დუბლებში მოუწევს ვარჯიშის დაწყება და ალბათ, იქვე ჩაამთავრებს სეზონს. ნიკას კიდევ 2 წლით დარჩა დინამოელებთან კონტრაქტი.

არადა, კვეკვესკირი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი გახლავთ.   

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127913