ფეხბურთი

22:13 | 31.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: “ანორთოსისში” ყოველთვის მაშინ მეძახიან, როცა უჭირთ, მე კი ექიმი არ ვარ”

ნაკრებზე: “ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან კარგად მივდივართ, მაგრამ გარკვეული პროგრესი ჩანს”

 კვიპროსული პრესის ცნობით, “ანორთოსისი” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე თემურ ქეცბაიას კანდიდატურას განიხილავს, თუმცა საქართველოს ნაკრების თავკაცმა ეს სიტყვები თქვა:

“ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი მეძახიან იმ დროს, როცა უჭირთ. ეს პირველად არ მომხდარა. მე ექიმი ვარ?”.

ცნობისთვის, “ანორთოსისი” მესამე ადგილზეა ჩემპიონატში და ამასთან, გუნდმა ზაფხულში ევროტურნირებზეც ცუდად ითამაშა: ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე გავარდა შვედურ “გეფლესთან”. 3:0-ის შემდეგ, სტუმრად 0:4 წააგო.

ქეცბაიას სხვა თემებზეც ჰკითხეს:

5 წლის წინანდელ წარმატებაზე, როცა “ანორთოსისი” ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა:

“ნამდვილად გამიმართლა, რომ ჩემი სამწვრთნელო კარიერა ასე დაიწყო. “ანორთოსისი” გახდა პირველი კვიპროსული გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა”.

კვიპროსში საფეხბურთო ატმოსფეროზე:

“ტრიბუნებზე არავინაა. ამასწინათ აპოელ-“ანორთოსისს” დავესწარი და 10 წუთი რჩებოდა თამაშის დამთავრებამდე, როცა ავდექი და სტადიონიდან წამოვედი. ნახევარი ქალაქი გარეთ იყო”.

მწვრთნელის წარმატების მთავარ ფაქტორებზე:

“ბევრი ფიქრობს, რომ მე მხოლოდ დისციპლინის მოყვარული ვარ.  მხოლოდ დისციპლინა არაა, გუნდში ოჯახური ატმოსფერო უნდა იყოს. “ანორთოსისში” ასე იყო ჩემს დროს”.

შესაძლო დაბრუნებაზე:

“მე მაშინაც არ მსურდა “ანორთოსისიდან” წასვლა, მაგრამ სხვა არჩევანი არ მქონდა. არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. მე ხომ საფეხბურთო ცხოვრების ნახევარი “ანორთოსისში” მაქვს გატარებული. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი მეძახიან იმ დროს, როცა უჭირთ. ეს პირველად არ მომხდარა. მე ექიმი ვარ? სხვაგვარად როგორ უნდა დავეხმარო კლუბს, როცა ნაკრებში ვმუშაობ. მათ უნდათ მოიყვანონ ქეცბაია მხოლოდ იმისთვის, რომ ქეცბაია იყოს გუნდში, სხვა კი სასიკეთოდ  არაფერი ხდება. მახსოვს, გიორგი ქინქლაძე რომ მოვიყვანეთ, ზოგიერთნი დასცინოდნენ, წონაშიაო. ასეა, ზოგიერთი ადამიანი შორსაა საფეხბურთო ცოდნისგან”.

საქართველოს ნაკრებში მუშაობაზე:

“ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან კარგად მივდივართ, მაგრამ გარკვეული პროგრესი ჩანს. შესარჩევ ჯგუფში მეექვსე ადგილიდან მეხუთეზე ავინაცვლეთ, მომდევნო შესარჩევში კი მეხუთედან მეოთხეზე. 2016 წელს 24 გუნდი გავა ფინალურ ეტაპზე და ვეცდებით მათ შორის მოვხვდეთ... იმედი მაქვს, ახალგაზრდა ფეხბურთელები შემდეგ შესარჩევ ციკლში უფრო გამოცდილები და მომზადებულნი იქნებიან”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112763