კატალონიის “ბარსელონას” შემტევი კრისტიან ტელიო გერმანული კლუბების – “დორტმუნდისა” და გელზენკირხენის “შალკეს” ინტერესთა სფეროში მოექცა. ამის შესახებ Bild-ი იუწყება.
21 წლის ესპანელის სანაცვლოდ, დორტმუნდელები კატალონიელებს 10 მილიონ ევროს სთავაზობენ. რაც შეეხება “შალკეს”, გელზენკირხენელებს ტელიოს იჯარით აყვანა სურთ.
აღსანიშნავია, რომ ტელიო “ბარსელონას” დატოვების წინააღმდეგი არაა, რადგან მეტი სათამაშო დრო სურს. ნეიმარის ყიდვის შემდეგ, სავარაუდოდ, ტელიოს ტიტო ვილანოვას გუნდში სათამაშო პრაქტიკა კიდევ უფრო მოაკლდება.