ფეხბურთი

17:30 | 29.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

თებიძე და სიხარულიძე ბათუმის “დინამოში” ითამაშებენ

ბათუმის “დინამომ” კიდევ ორი ფეხბურთელი დაიმატა: მეკარე გაბრიელ თებიძე თბილისის “ლოკომოტივიდან” და ფორვარდი ირაკლი სიხარულიძე რუსთავის “მეტალურგიდან”. თებიძე საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებში გახლდათ და ბოლოს თბილისის “ლოკომოტივში” თამაშობდა. გეცოდინებათ, ის ახალი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მეკარეა.   

23 წლის სიხარულიძე კი კარიერას თბილისის “დინამოში” იწყებდა, შემდეგ იყო “ვიტ ჯორჯიაში”, ბოლო სამი სეზონის განმავლობაში კი “მეტალურგში” თამაშობდა – გასულ სეზონში მან 8 გოლი გაიტანა. ბათუმის “დინამოს” მწვრთნელ კობა ჟორჟიკაშვილს ამ ორივე ახალწვეულთან ადრეც უმუშავია. 

0.137047