ძიუდო

16:03 | 14.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

თბილისურ ტატამზე 9 ქართველი ქალიც გავა

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრები თბილისის სპორტის სასახლეში 21-23 მარტს გასამართ გრან პრიზე 9 სპორტსმენით გამოვა. ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია თენაძის არჩევანის შესახებ ინფორმაცია საქარველოს ძიუდოს ფედერაციის ოფიციალურმა ვებ გვერდმა გაავრცელა.

ქართველი ქალები 5 წონით კატეგორიაში იჭიდავებენ: 57, 63, 70, 78 და +78 კილოგრამებში. ორი უმსუბუქესი წონის (48 და 52 კილოგრამები) სატურნირო განაცხადი კი საქართველოს ნაკრების წევრთა გარეშე შეივსება.

ქართულ შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ კადეტთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი მარიამ ჯანაშვილი (52 კგ) და ბრინჯაოს პრიზიორი მზია ბებოშვილი (48 კგ). ჯანაშვილის არყოფნის მიზეზი ტრავმაა. 18 წლის სპორტსმენს მხარზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სრული დატვირთვით ვარჯიში ჯერ არ დაუწყია. ბებოშვილი კი ჯერ მხოლოდ 15 წლისაა და იგი ამ უქმეებზე ანტალიაში გამოვა თანატოლთა ევროპის თასზე.

21 მარტს თბილისის გრან პრიზე ჩემპიონ-პრიზიორები 48, 52 და 57 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. 22 მარტს – 63 და 70 კილოგრამებში, ხოლო 23 მარტს – 78 და +78 კილოგრამებში.

 

57კგ

მარიამ ციხელაშვილი

სოფიო ბერიძე

სალომე აბაშიძე

 

63კგ

შორენა შარაძე

 

70კგ

თეა სუხიტაშვილი

ნინო მარტიაშვილი

 

78კგ

ნინო ოძელაშვილი

 

+78კგ

ირინე ლეონიძე

ელენე ქებაძე

0.114523