ფეხბურთი

23:38 | 8.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "ლოკომოტივმა" არი ჰაანის გუნდთან წააგო

 

თბილისის "ლოკომოტივმა" ესპანური შეკრება ჩინურ "ტედა ტიანჯინთან" 0:1 მარცხით დაასრულა. ეს ერთადერთი გოლი მე-60 წუთზე გავიდა კურიოზულ ვითარებაში: მეკარე საჯაიამ ბურთი შემოიტანა თამაშში, გიორგი აბურჯანიას სველ მინდორზე ფეხი დაუცდა და მეტოქის ფორვარდი პირისპირ დარჩა, რაც კარგად გამოიყენა.

როგორც ესპანეთიდან "მსოფლიო სპორტს" აცნობეს, ვასილ მაისურაძის გუნდს უპირატესობა ჰქონდა და მეორე ნახევარში არაბიძეს, ზარანდიას, მზევაშვილსა და აბურჯანიას მშვენიერი საგოლე მომენტები ჰქონდათ, თუმცა ვერ გამოიყენეს. ასევე, ჯიქიას პირველ ნახევარში ჰქონდა სამი შანსი.

"არი ჰაანმა მაღალი შეფასება მისცა "ლოკომოტივის" თამაშს და აღნიშნა, რომ ქართველებმა მის გუნდს თამაშით ბევრად აჯობეს. მოედნის ცენტრში ჩვენი უპირატესობა აშკარა იყო, მშვენივრად ითამაშეს აბურჯანიამ და გოროზიამ" – გვითხრა კლუბის მენეჯერმა თამაზ ბოკერიამ.  

არი ჰაანი წარსულში ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელია.

"ლოკომოტივის" შემადგენლობა: მიქავა (საჯაია 46), ჩიტეიშვილი (მაკასარაშვილი 85), ჭანტურია, გაბაძე (სანდოხაძე 75), უბილავა, აბურჯანია, პატარკაციშვილი (ყანჩაშვილი 65), გოროზია, კიკაბიძე (არაბიძე 46), ზარანდია (მზევაშვილი 70), ჯიქია (გავაშელიშვილი 65).

"ლოკომოტივი" ხვალ გამოემგზავრება თბილისისკენ.

თეგებითბილისის
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12545