საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი ასაკობრივი ჩემპიონატების ჩატარებას აგრძელებს.
20 იანვარს 16 და 18-წლამდელთა იმ გუნდების შეკრება გაიმართება, რომლებმაც გასულ შემოდგომაზე თბილისის ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ საქართველოს პირველობაზე ვერ გავიდნენ.
საქართველოს 16 და 18-წლამდელთა ჩემპიონატზე ვერმოხვედრილი თბილისის გუნდები B ლიგაში იასპარეზებენ და სწორედ ამ ტურნირების დასაგეგმად შედგება შეხვედრა თბილისის განვითარების კავშირის ოფისში 20 იანვარს, 14:00 საათზე, სადაც ამ ასაკში მომუშავე მწვრთნელები არიან მიწვეულნი.
შეხვედრაზე ასევე მიწვეულნი იქნებიან 2001
აღნიშნული ტურნირის ჩატარების შემდეგ, საქართველოს პირველობაზე ვერგასული გუნდები დედაქალაქის ჩემპიონატის B ლიგაში მიიღებენ მონაწილეობას. 13 და 14-წლამდელთა B ლიგის მატჩები სტარტს 13-წლამდელთა ქალაქის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, უახლოეს მომავალში ერთდროულად აიღებს.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კალათბურთის განვითარების კავშირი წერეთლის გამზირზე, “დიდუბე-პლაზაში” მდებაზე საკუთარ ოფისში 20 იანვარს, 14:00 საათზე ეპატიჟება თბილისის 13, 14, 16 და 18-წლამდელთა გუნდების მწვრთნელებს.
www.gbf.ge