სხვა

16:26 | 20.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

თბილისი მძლეოსნობაში ევროპის მე-3 ლიგის გუნდურ ჩემპიონატს მასპინძლობს

 

21-22 ივნისს თბილისი ევროპის მძლეოსნობის გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლებს მე-3 ლიგის გუნდებს შორის. ამ ტურნირის შესახებ დღეს, 20 ივნისს, “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში მასმედიასთან შეხვედრა შედგა. პრესკონფერენციას საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ალექსი ახვლედიანთან ერთად, ევროპის მძლეოსნობის პროექტის ხელმძღვანელი პიტერ სტაფორდი და ევროპის მძლეოსნობის ასოციაციის საბჭოს დელეგატი ვადიმ ზელიჩონოკი ესწრებოდნენ.

აღნიშნულ ტურნირში ევროპის 15 ქვეყნის (ალბანეთი, ანდორა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, კვიპროსი, საქართველო, ისლანდია, ისრაელი, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მაკედონია, მალტა, ჩერნოგორია, ევროპის პატარა ქვეყნების მძლეოსნობის ასოციაცია (სანმარინო, ლიხტენშტეინი, გიბრალტარი) 608 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატი სხვადასხვა დისტანციაზე რბენას, ხტომას (ჭოკით ხტომა, სამმაგი ხტომა, სიგრძეზე ხტომა) ტყორცნებს (ურო, ბადრო, შუბი) და ბირთვის კვრას მოიცავს.

შეხვედრები “დინამო არენასა” და დიღომში, ამერიკის საელჩოსთან მდებარე მძლეოსნობის ახალ სტადიონზე შედგება.

ჩემპიონატი 21 ივნისს, 12:00 საათზე, “დინამო არენაზე” გაიხსნება. რაც შეეხება დახურვის ცერემონიალს, 22 ივნისს, 20:00 საათზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ოლიმპიური სოფლის პავილიონშია დაგეგმილი.

ახვლედიანმა, ზელიჩონოკმა და სტრაფორდმა მასმედიისთვის მცირე განცხადებები გააკეთეს:

ალექსი ახვლედიანი: “აღსანიშნავია, რომ ამ დონის ტურნირი მძლეოსნობიაში საქართველოში პირველად ტარდება. “დინამო არენას” ხელმძღვანელობამ უარი გვითხრა ტყორცნების სახეობების ჩემპიონატი ჩაგვეტარებინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იძულებული გავხდით დიღომში, ამერიკის საელჩოსთან მშენებარე მძლეოსნობის ახალ სტადიონზე დაგვენიშნა შეჯიბრი ტყორცნებში შემავალი სახეობების მონაწილეობით...”

ვადიმ ზელიჩონოკი: “მოსამზადებელი სამუშაოები კარგად არის შესრულებული. დარწმუნებული ვარ, რომ მძლეოსნობაში ევროპის მე-3 ლიგის ქვეყნების გუნდური ჩემპიონატი კარგად ჩატარდება...”

პიტერ სტაფორდი: “მძლეოსნობის ახალ სტადიონზე ვიყავი და პრესკონფერენციაზე ამიტომ დავაგვიანე. ახალი სტადიონი მზადაა ჩემპიონატს უმასპინძლოს. საქართველოს 2016 წელს კიდევ უფრო საინტერესო ტურნირის ჩატარება მოუწევს, რომელიც მძლეოსნობაში 18 წლამდელთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატს უმასპინძლებს...”

ევროპის გუნდური ჩემპიონატი

21.06.2014

11:00 – 17:05 ტყორცნები (მძლეოსნობის ახალი სტადიონი, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია)

13:00 – 16:15 ხტომები (დინამო არენა)

14:00 – 18:15 გარბენი (დინამო არენა)

22.06.2014

12:30 – 16:35 ტყორცნები (მძლეოსნობის ახალი სტადიონი, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია)

13:00 – 16:05 ხტომები (დინამო არენა)

14:00 – 17:45 გარბენი (დინამო არენა)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117865