კალათბურთი

18:07 | 27.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატო ჩაჩიბაია ვარჯიშს შეუდგა

სუპერლიგის ექს-ჩემპიონ “არმიას” ახალწვეული, ფორვარდი ტატო ჩაჩიბაია (20.01.92, 200სმ) სანხგრძლივი მკურნალობის შემდეგ ვარჯიშს შეუდგა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “არმიას” მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ჩაჩიბაიამ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს კოჭი იღრძო და ამის გამო მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში მოედანზე საერთოდ არ გასულა.

მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის მომდევნო, მე-7 ტურში ერთმანეთს “არმია” და “დინამო” შეხვდებიან, რომლებსაც ჯერჯერობით წაგება არ აქვთ.

0.130024