ფორვარდი ტატო ჩაჩიბაია (20.01.90, 200სმ, 94კგ), სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, ქვეყნის ექს ჩემპიონ, ბრინჯაოს მედლის მფლობელ და დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებულ “არმიაში” ვარჯიშობს. ამის შესახებ, “მსოფლიო სპორტს” თავად ჩაჩიბაიამ განუცხადა.
გახდება თუ არა ჩაჩიბაია “არმია”-ს სრულუფლებიანი წევრი, რამდენიმე დღეში გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ ჩაჩიბაია 2012-13 წლების სეზონში სტუ-ში თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.
სტუ-ს გარდა, ჩაჩიბაიას სსაუ-ში, თსსუ-ში და “სოხუმში” აქვს ნათამაშები.