ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა ლას ვეგასში დაწყებულ 50-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო. ანამ ამერიკელ სამანტა კროუფორდს 7:5, 6:1 სძლია და მერვედფინალი კიდევ ერთ მასპინძელს – მე-4 განთესვის მქონე მარია სანჩესს გაეჯიბრება. ამ უკანასკნელმა თანამემამულე ჩიე-იუ ჰსუს 6:0, 5:7, 6:2 მოუგო.
წყვილთა ტურნირში ტატიშვილმა და ხორვატმა აილა ტომლიანოვიჩმა მე-3 განთესვის მქონე ამერიკელებს – ჩაკოს და პლუსკოტას 6:2, 6:3 აჯობეს, მეოთხედფინალში კი ძალებს კიდევ ერთ ამერიკულ დუეტთან (კროუფორდი-ვიკერი) მოსინჯავენ.
50-ათასიანი ტურნირი გრძელდება თელავშიც, სამწუხარო კი ისაა, რომ ერთეულთა შეჯიბრის ძირითად ბადეში ჩართული ექვსივე ქართველი ჩოგბურთელი ბრძოლას უკვე გამოეთიშა.
აღსანიშნავია, რომ საწყის რაუნდი მხოლოდ მე-8 ნომრად განთესილმა სოფო შაფათავამ დასძლია. მან პოლონელი კატარჟინა კავა 6:3, 6:2 დაამარცხა, მერვედფინალში კი იაპონელ მისა ეგუჩისთან 3:6, 1:6 წააგო.
რაც შეეხებათ სოფო ქვაცაბაიას, ეკატერინე გორგოძეს, მაკა ჩახნაშვილს, მარიამ ბოლქვაძეს და თამარ ჭალაგანიძეს, მათ პირველივ შეხვედრები წააგეს.
წყვილთა ტურნირს უკვე გამოეთიშნენ ბაბილინა მაჩაიძე-მარგალიტა ჭიჭაშვილის და ბოლქვაძე-ჭალაგანიძის დუეტები, გორგოძე და შაფათავა უკრაინელ ფომინას და გერმანელ შაკოვეცს (მე-4 განთესვა) გაეჯიბრებიან, ჩახნაშვილი და ქვაცაბაია კი ძალებს პოლონურ-რუსულ ტანდემთან (კავა-ლაზარევა) მოსინჯავენ.