ჩოგბურთი

16:33 | 11.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი აშშ-ს მოქალაქე გახდა

ქალთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა აშშ-ს მოქალაქეობა მიიღო. აღნიშნულის შესახებ სპორტსმენმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე განაცხადა და აღნიშნულის დამადასტურებელი საბუთი და ამერიკის დროშაც წარმოადგინა.

24 წლის ტატიშვილი დიდი ხანია, ფლორიდის შტატში ცხოვრობს, თუმცა, აქამდე იგი საქართველოს მოქალაქე გახლდათ და ცხადია, ტურნირებზე ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ ირჯებოდა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ანა მსოფლიოს 50 საუკეთესო ჩოგბურთელში შედიოდა, ამჟამად კი, მას 609 ქულა აქვს და ასეულის მიჯნაზე დგას – კერძოდ, 104-ე პოზიცია უკავია.

 

0.117268