ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი, რომელმაც ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში 227-ე ადგილზე გადაინაცვლა, მიმდინარე კვირაში ძალებს ალბუკერკის 75-ათასიან ტურნირზე მოსინჯავს.
პირველ რაუნდში ანას მეტოქე ამერიკელი მარია სანჩესი იქნება, რომელიც ტურნირზე “უაილდ ქარდით” გახლავთ მიწვეული და მე-4 ნომრადაა განთესილი. წყვილთა ტურნირში ტატიშვილს და ამერიკელ ირინა ფალკონის პირველი რეიტინგი გააჩნიათ და ამერიკელებს – ჰსუს და მელიჩარს გაეჯიბრებიან.
გრძელდება 25-ათასიანი ტურნირი, რომელსაც საქართველოს ზღვისპირა ქალაქი
მარიამ ბოლქვაძე და რუსი ამინა ანშბა უკრაინელ ფომინასთან და გერმანელ შაკოვეცთან 2:6, 2:6 დამარცხდნენ, ბაბილინა მაჩაიძეს და თამარ ჭალაგანიძეს კი პირველი რაუნდის მატჩი, რომელშიც მათი მეტოქეები მე-3 განთესვის მქონე იაპონელები – ეგუჩი და ომაე იქნებიან, ჯერაც ჩასატარებელი აქვთ.
ერთეულთა ტურნირში 4 ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს. მე-6 ნომრად განთესილი შაფათავა გერმანელ შაკოვეცს გაეჯიბრება, ჩახნაშვილის მეტოქე ასევე გერმანელი ზაია იქნება, ქვაცაბაია მე-5 ნომრად განთესილ ბელარუს ილონა კრემენს დაუპირისპირდება, ხოლო გორგოძე ძალებს რუს მარგარიტა ლაზარევასთან მოსინჯავს.