ამჟამად არაერთი ქართველი ფეხბურთელია უგუნდოდ და გამორჩეულებს თუ ჩამოვთვლით, მათ შორისაა დიმიტრი ტატანაშვილიც. როგორც იცით, "ტატანა" ბოლოს რუსთავის "მეტალურგში" თამაშობდა, კონტრაქტი დაუმთავრდა და ახლა თავისუფალი აგენტია.
29 წლის თავდამსხმელს უთამაშია თბილისის "სპარტაკში", "ამერში", ჩეხურ "პლზენსა" და "კლადნოში", ზაპოროჟიეს "მეტალურგში", თბილისის "დინამოში", 2 მატჩი საქართველოს ნაკრებშიც ჩაუტარებია, ახლა კი წინადადებებს ელის.
"ახალს ვერაფერს გეტყვით. თავისუფალი ვარ და ველოდები წინადადებებს გუნდებისგან", - უთხრა ტატანაშვილმა "მსოფლიო სპორტს".