ახალი სეზონის დაწყებამდე, საჩხერის “ჩიხურამ” თავდამსხმელები, დიმიტრი ტატანაშვილი და გიორგი გაბედავა დაიმატა. ამის შესახებ საჩხერული საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური იუწყება.
განვლილი სეზონი, ტატანაშვილმა რუსთავის “მეტალურგში ჩაატარა, ხოლო გიორგი გაბედავამ - “ზუგდიდში”. ორივე გუნდს უკვე შეუერთდა და ივარჯიშეს კიდეც.
შეგახსენებთ, რომ “ჩიხურამ” ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ლუქსემბურგის “ვადუცი” გამოთიშა, ხოლო მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიის “თუნს” ვერ აჯობა.