“მილანის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებული მაურო ტასოტი ადასტურებს, რომ მისი გუნდის თავდამსხმელი ალესანდრო მატრი კარიერას “ფიორენტინაში” განაგრძობს.
“მატრი? ის “ფიორენტინაში” მიდის” – განაცხადა ტასოტიმ პრესკონფერენციაზე.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატრის ტრანსფერი მასიმილიანო ალეგრის დათხოვნამ შეაფერხა, რადგან ფეხბურთელის საკითხი ახალ მთავარ მწვრთნელს უნდა გადაეწყვიტა, მაგრამ როგორც ირკვევა, 29 წლის თავდამსხმელის ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია.