ფეხბურთი

12:17 | 15.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტასოტი: “ევროტურნირის გზა იტალიის თასზე გადის”

“მილანის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა მაურო ტასოტიმ იტალიის თასის მერვედფინალში “სპეციასთან” დღეს გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სწორედ თასისთვის ბრძოლაა ევროტურნირზე მოხვედრის საუკეთესო შანსი.

“უმნიშვნელოვანესი თამაში გველის, რადგან მიმდინარე სეზონში ევროთასების საგზურის მოსაპოვებლად საუკეთესო გზა თასზე წარმატებული თამაშია. აქედან გამომდინარე, შემადგენლობაში დიდი ექსპერიმენტების ჩატარებას არ ვაპირებთ. “მილანს” მძიმე პერიოდი უდგას, მაგრამ იმედია ამ ბარიერს მალე გადავლახავთ” – განაცხადა ტასოტიმ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119775