ფეხბურთში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/2-ფინალების კენჭისყრა 28 მარტს, პარასკევს გაიმართება.
კენჭისყრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში შედგება და 15 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ თასის 1/2-ფინალში თბილისის “დინამო”, ქობულეთის “შუქურა”, საჩხერის “ჩიხურა” და გორის “დილა” გავიდნენ.