ფეხბურთი

3:00 | 20.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

თასი „ბარსელონამაც“ ჩაიბარა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 36–ე ტურში, „ბარსელონამ“ „ვალიადოლიდი“ დაამარცხა და საკუთარ „კამპ ნოუზე“ კუთვნილი თასიც აღმართა. კატალონიელები სტუმრებს ჩემპიონის რანგში დაუხვდნენ და ლაღი ფეხბურთიც აჩვენეს.

ტიტო ვილანოვას გუნდი 21–ე წუთზე დაწინაურდა – „ვალიადოლიდის“ მცველების შეცდომის შედეგად, მასპინძლებმა სწრაფი კონტრშეტევა განავითარეს, რომელიც პედრო როდრიგესმა დააგვირგვინა გოლით. პირველი ტიამის მიწურულს, სტუმრებს უიღბლო წუთი დაუდგათ და ანგარიშში სხვაობაც გაიზარდა – ჩავის მიერ კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი მარკ ვალიენტემ საკუთარ კარში ჩაჭრა და ვალიადოლიდელებს ყოველგვარი იმედი გადაუწურა.

მატჩის უკანასკნელ წუთებში, ვიქტორ პერესის პენალტით, სტუმრებმა ანგარიშში სხვაობა შეამცირეს, მაგრამ ეს მათთვის ბევრი ვერაფერი შვება იყო – 2:1.

„ბარსასგან“ განსხვავებით, მეორე კატალონიური კლუბი „ესპანიოლი“ ლა კორუნიაში, ადგილობრივ „დეპორტივოსთან“ დამარცხდა. „რიასორის“ ბინადრებმა 2:0 იმარჯვეს და ორივე გოლის ავტორები პორტუგალიელები გახდნენ.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ბრუნუ გამამ დაახლოებით საჯარიმოს ხაზიდან დაჰკრა და „დეპორტივო“ დააწინაურა. სტუმრებმა გაიბრძოლეს და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს, მაგრამ წონასწორობა ვერ აღადგინეს. საპასუხოდ, ლა კორუნიელებმა კიდევ ერთხელ დალაშქრეს სტუმართა კარი – მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მეკარესთან თითქმის პირისპირ გასულმა ნელსონ ოლივეირამ დასვა წერტილი.

რაც შეეხება დანარჩენ მატჩებს, „ლევანტე“ საკუთარ კედლებში „რაიო ვალიეკანოსთან“ დამარცხდა (2:3), „ბილბაომ“ კი, სტუმრად სძლია „სარაგოსას“ (2:1).

 

ლა კორუნია. „რიასორი“. 31000

დეპორტივო – ესპანიოლი 2:0 (0:0)

დეპორტივო: არანსუბია, კაშტრუ, პაბლო, აიტამი, სილვიუ, ვალერონი (კაკა 76), აგილარი (ალექსი 65), დომინგესი, გამა, რიკი (ოლივეირა 80), პიცი.

მწვრთნელი: ფერნანდო ვასკესი

ესპანიოლი: ალვარესი, კოლოტო, როდრიგესი, ალვარესი, ვერდუ (პეტროვი 85), ვაკასო, ტეხერა (გომესი 59), ბაენა (სიმაუ 72), ლოპესი, გარსია, სტუანი.

მწვრთნელი: ხავიერ აგირე

გოლები: 1:0 გამა (50), 2:0 ოლივეირა (90)

გაფრთხილებები: პაბლო (30), აგილარი (34), ვალერონი (66) – ტეხერა (13), ბაენა (41), ალვარესი (45), ლოპესი (56), კოლოტო (85)

არში დარტყმა: 11 (6) – 5 (4) ჯარიმა: 10 - 23 კუთხური: 7 - 6 თამაშგარე: 3 - 0 ბურთის ფლობა: 53% - 47%

 

ვალენსია. „სიუდად დე ვალენსია“. 11500

ლევანტე – რაიო 2:3 (0:1)

ლევანტე: ნავასი, ლელი (როდასი 73), ვინტრა, ნავარო, კარაბელასი, იბორა, სიმანი, რიოსი, ელ–ზჰარი (გარსია 46), მიჩელი (ვალდო 61), აკვაფრესკა.

მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი

რაიო: რუბენი, არბილია, ხალვესი, ფიგერასი, ნაჩო, ფუეგო (ამატი 83), ვასკესი, გონსალესი (ტრასორასი 67), პერეა (კარლოსი 56), პიტი, დომინგესი.

მწვრთნელი: პაკო ხემესი

გოლები: 0:1 პიტი (20), 1:1 აკვაფრესკა (52), 1:2 ვასკესი (56), 1:3 პიტი (72), 2:3 გარსია (86)

გაფრთხილებები: ლელი (16), აკვაფრესკა (90) – გონსალესი (12), ხალვესი (50), ფუეგო (82), რუბენი (84), დომინგესი (90)

არში დარტყმა: 9 (5) – 14 (8) ჯარიმა: 22 - 12 კუთხური: 6 - 3 თამაშგარე: 4 - 1 ბურთის ფლობა: 32% - 68%

 

სარაგოსა. „ლა რომარედა“.

სარაგოსა – ბილბაო 1:2 (1:0)

სარაგოსა: ხიმენესი, სპუნარუ, მინერო, ფერნანდესი, გონსალესი, პინტერი, აპონიო, მონტანიესი (მოვილია 68), პოშტიგა, როდრი (როჩინა 57), როდრიგესი (ბენვენიუ 77).

მწვრთნელი: მანოლო ხიმენესი

ბილბაო: ირაისოსი, სან–ხოსე, რამალიო (კასტილიო 72), ორტენეჩე (გომესი 46), გურპეგი, იტურასპე, ერერა, დე მარკოსი, სუსაეტა, ადურისი (ლიორენტე 46), მუნიაინი.

მწვრთნელი: მარსელო ბიელსა

გოლები: 1:0 პოშტიგა (14), 1:1 ლიორენტე (80), 1:2 გომესი (90)

გაფრთხილებები: საპუნარუ (42), გონსალესი (55), პინტერი (65), აპონიო (72), ბენვენიუ (77) – დე მარკოსი (50), ლიორენტე (75)

არში დარტყმა: 10 (4) – 9 (4) ჯარიმა: 21 - 14 კუთხური: 3 - 1 თამაშგარე: 0 - 8 ბურთის ფლობა: 41% - 59%

 

ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 56000

ბარსელონა – ვალიადოლიდი 2:1 (2:0)

ბარსელონა: ვალდესი, პიკე, ალბა, მონტოია, მასკერანო, ფაბრეგასი (ტელიო 83), ინიესტა (დოს სანტოსი 77), ჩავი, ბუსკეტსი (ტიაგო 64), ვილია, პედრო.

მწვრთნელი: ტიტო ვილანოვა

ვალიადოლიდი: ხიმენესი, ვალიენტე, პენია, ბალენსიაგა, რუედა, ალვარო (სასტრე 86), ოსკარი (ბუენო 68), ომარი, პერესი, ლარსონი, გერა (მანუშუ 77).

მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი

გოლები: 1:0 პედრო (21), 2:0 ვალიენტე (42ს.კ), 2:1 პერესი (89პ.)

არში დარტყმა: 12 (4) – 5 (3) ჯარიმა: 3 - 6 კუთხური: 14 - 2 თამაშგარე: 2 - 0 ბურთის ფლობა: 69% - 31% 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111258