ფეხბურთი

8:54 | 3.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

თარგამაძემ "ცრვენა ზვეზდას" გაუტანა

უკრაინულმა "ილიჩივეცმა" ამხანაგურ შეხვედრაში 2:0 სძლია სერბულ "ცრვენა ზვეზდას". მარიუპოლელთაგან მეორე გოლი დავით თარგამაძემ გაიტანა პენალტით - ეს 56-ე წუთზე. ქართველმა გარემარბმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.

როგორც "მსოფლიო სპორტი" წერდა, თარგამაძემ ხორვატულ "ისტრასთან" 3 დღის წინ გამართულ მატჩში გონება დაკარგა, რადგან მეტოქემ საფეთქელში ჩაარტყა. დავითს ტვინის შერყევა დაუდგინეს, თუმცა მან მინდორზე გასვლა და თამაში მალევე შესძლო და "ცრვენა ზვეზდას" გაუტანა კიდეც.

რაც შეეხება თარგამაძის თანაგუნდელ თორნიკე ოქრიაშვილს, მან ამჯერადაც გამოტოვა მატჩი - ბოლომდე გამოჯანმრთელებული არაა.  

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.13593