ფეხბურთი

11:57 | 5.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

თარგამაძე კვლავ არ ათამაშეს

 

ესტონეთის საფეხბურთო მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) 22-ე ტურში, ტალინის “ფლორამ” სტუმრად “ლევადიასთან” 1:1 ითამაშა.

ზაქარია ბეგლარიშვილმა “ფლორაში” შეუცვლელად ითამაშა. მის მსგავსად რუსეთის მოქალაქე ირაკლი ლოგუაც სასტარტოში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს. “ფლორა” 53 ქულით 10 გუნდში ლიდერია.

მარიუპოლის “ილიჩივეცმა”, სადაც დავით თარგამაძე გამოდის, საშინაო მატჩი ოდესის “ჩერნომორეცთან” 3:3 ითამაშა. დონბასში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, მატჩი ოდესაში შედგა. თარგამაძე თადარიგში იყო, მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს არც ამჯერად უთამაშია. 2 ტურის მერე, “ილიჩივეცი” ერთი ქულით 14 გუნდში მეათეა.

სომხეთის პრემიერლიგაში დებიუტი ოთარ ჩაფიძეს ჰქონდა.  “მიკამ”, რომელშიც ქართველი ნახევარმცველი სეზონის დაწყებამდე გადავიდა, სტუმრად “განძასართან” 1:2 დამარცხდა. ჩაფიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს.

უზბეკეთის უმაღლესი ლიგის მე-14 ტურში, “ქიზილქუმმა”, რომელშიც გიორგი კვესიეშვილი გამოდის, შინ “ბუნედკორთან” 0:2 წააგო. “ქიზილქუმს” 17 ქულა აქვს და 14 გუნდში მეშვიდეა.

ფერღანის “ნეფთჩიმ” შინ “ბუხარას” 1:0 აჯობა. ლევან გვაზავას მასპინძლებში არ უთამაშია.  “ნეფთჩი” 16 ქულით მეცხრეა.

ფინეთის იუკონენლიგის (პირველი ლიგა) მე-18 ტურში, “კოოტეეპეემ”, რომლის ღირსებას გიორგი ოსიტაშვილი იცავს, “იიპოს” 4:1 აჯობა. ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს. “კოოტეეპე” 42 ქულით 10 გუნდში პირველია.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11825