თამაშგარე

13:54 | 24.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტაიგერ ვუდსი ყოფილ მეუღლესთან ერთად

ტაიგერ ვუდსი, ცნობილი ამერიკელი გოლფის მოთამაშე, თავის მეუღლეს ელინ ნორდეგრინს დიდი ხანია დაშორდა და მას შემდეგ მხოლოდ ახლა მოხდა მათი ერთად დაფიქსირება ფოტოკამერებზე.
წყვილი ერთად ახალგაზრდული სპორტის განვითარების ღონისძიებაზე დაფიქსირდა. იქ მყოფთა თქმით, ჯერ თავად ვუდსი გამოცხადდა თავის ორ შვილთან ერთად, შემდგომ ერთ საათში კი ელინიც მივიდა.
ძნელია, ამ ერთი ფაქტიდან დასკვნების გამოტანა, თუმცა ძირითადად პრესის ეჭვები მართლდება, რადგან მათ ყოველთვის ლოგიკური მიზეზი ახლავთ. 3 წელი გავიდა, რაც ვუდსის ოჯახი დაინგრა, თუმცა დღეს ყოფილი ცოლ-ქმარი ისე ჭორაობდა, ჩხუბი სულაც არ ეტყობოდა, პირიქით - ერთმანეთის მონატრებას უფრო ჰგავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.128431