“მილანის” მაროკოელი შემტევი ნახევარმცველი ადელ ტაარაბტი იტალიურ გუნდში წარმატებული დებიუტით გაკვირვებული არაა. 24 წლის ფეხბურთელს სურს, რომ “მილანისთვის” ისეთივე ფეხბურთელად იქცეს, როგორიც “ბარსელონასთვის” მესია.
“მილანში” წარმატებული სტარტით გაკვირვებული არ ვარ. ვიცი, რა შემიძლია და ვგრძნობ, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე ვარ.
მინდა, “მილანელი” მესი გავხდე. ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს მსგავსი ფეხბურთელები ჩემს აღფრთოვანებას იწვევენ. მათ დონეზე ჯერ ვერ ვთამაშობ, მაგრამ ჩემი მიზანი სწორედ ესაა.” – ციტირებს ტაარაბტის სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი.
ტაარაბტი “მილანში” “ქუინს პარკ რეინჯერსიდანაა” განათხოვრებული. იტალიელებს მისი გამოსყიდვის უფლება აქვთ.
ადელ ტაარაბტმა, “მილანის” მაისურით, 4 თამაში ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.