ფეხბურთი

14:35 | 2.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სხირტლაძემ დუბლებში ითამაშა და გაიტანა

დავით სხირტლაძეს "ორჰუსის" ბოლო ორ შეხვედრაში არ უთამაშია და არც განაცხადში გახლდათ. 20 წლის ქართველი შემტევი დუბლების ჩემპიონატში გამოჩნდა, რომელშიც "ორჰუსმა" გასვლაზე 2:4 წააგო "ოლბორგთან". სხირტლაძემ 80 წუთი ითამაშა და გოლიც გაიტანა, კერძოდ, 21-ე წუთზე 1:1 გახადა ანგარიში.

სხირტლაძის გარდა, სასტარტოში იყო მათე ვაწაძეც და 70-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება დავით დევდარიანს, მას ტრავმა აქვს. ბოლო პერიოდში ქართველებმა ძირითადი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაკარგეს ადგილი, არადა, აქამდე მსგავსი პრობლემა არ ჰქონიათ – თუ ტრავმებს არ მივიღებთ მხედველობაში.

 

0.117589