მარიო ბალოტელი მილანში სასწაულებს სჩადის. პარასკევს, მორიგ ტურში, მან “პარმასაც” გაუტანა. ეს მისი მე-4 გოლი გახლდათ 3 მატჩში, უფრო მეტი, ვიდრე მთელი შემოდგომის განმავლობაში “მანჩესტერ სიტიში”. “მილანის” ქომაგები აღფრთოვანებით შეხვდნენ “ბალოს” მორიგ გოლს. განსაკუთრებით კი ტრიბუნაზე მჯდომმა მისმა ახალმა მეგობარმა გოგონამ, ბელგიელმა მოდელმა ფანი ნეგეშამ გაიხარა, რომელმაც გოლის მომენტში ხელებით გული გამოსახა და ფოტორეპორტიორების ყურადღების ცენტრში მოექცა.
ძნელი სათქმელია, რამდენად იმოქმედა ბალოტელის წასვლამ “სიტის” ბედზე, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო 3 ტურია, “ქალაქელებს” პრემიერლიგაში აღარ მოუგიათ (“ქუინზ პარკ რეინჯერსთან” - 0:0, “ლივერპულთან” - 2:2, “საუთჰემპტონთან” - 1:3) და ჩემპიონობისთვის ბრძოლას, პრაქტიკულად, გამოეთიშნენ.