ფეხბურთი

11:50 | 25.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სუონსიში” ბონის ელიან

შესაძლოა, არნემის “ვიტესის” მეგოლე ვილფრიდ ბონი ინგლისის პრემიერლიგაში მოასპარეზე “სუონსიში” აღმოჩნდეს. NUsport-ის ცნობით, უელსელებმა ჰოლანდიელებს ოფიციალური წინადადებით პარასკევს მიმართეს, პასუხს კი, უახლოეს პერიოდში ელიან.

ჯერჯერობით, “ვიტესის” ქართველი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია პასუხს არ ჩქარობს. თითქმის გადაწყვეტილია, რომ კოტდივუარელი ფორვარდი არნემელთა რიგებს მიმდინარე სატრანსფერო სეზონში დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ “სუონსის” გარდა, ბონის გადაბირება “ნიუკასლს”, “ვესტ ჰემს”, “ყუბანსა” და “ანჟის” სურთ.

 

0.117561