უელსური “სუონსის” ხელმძღვანელობამ დანიელ სპეციალისტ მიქაელ ლაუდრუპს ვადამდე შეუწყვიტა კონტრაქტი. კლუბის პრეზიდენტი ჰიუ ჯენკინსი მიიჩნევს, რომ ასეთი ქმედება ფეხბურთელებს გამოაფხიზლებს და სეზონის დარჩენილ ნაწილს უფრო ენერგიულად ჩაატარებენ: “ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო. შევხვდი ლაუდრუპს, ვისაუბრეთ და დავრწმუნდი, რომ მისთვისაც და გუნდისთვისაც უმჯობესი იქნება პოსტი დატოვოს, - თქვა ჯენკინსმა,- თუმცა არ შეიძლება დავივიწყოთ ის დიდი სამუშაო, რომელიც მიქაელმა გუნდში ყოფნის 18 თვის განმავლობაში გასწია. მადლობა მას და წარმატებებს ვუსურვებთ.”
ლაუდრუპის განთავისუფლების შესახებ შაბათს, “სუონსის” ”ვესტ ჰემთან” წაგების (0:2) შემდეგ ალაპარაკდნენ, თუმცა მაშინ კლუბის ხელმძღვანელობა ჩუმად იყო.