ფეხბურთი

18:52 | 2.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სუონსიმ” შელვით, გომისითა და ბონით დაინტერესება დაადასტურა

უელსურმა “სუონსიმ” დაადასტურა, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, კლუბი ჯონჯო შელვის, ბაფეტიმბი გომისისა და ვილფრიდ ბონის შეძენას შეეცდება.

“შელვის შეძენით ნამდვილად ვართ დაინტერესებული. ამჟამად, “ლივერპულთან” მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ.

საერთო ჯამში, მოლაპარაკებებს რამდენიმე კლუბთან ვაწარმოებთ, რადგან ჩვენი მიზანი ახალი სეზონის წინ გაძლიერებაა. “სუონსის” მთავარი სამიზნეები ბაფეტიმბი გომისი და ვილფრიდ ბონი არიან.” – აცხადებს “სუონსის” პრეზიდენტი ჰიუ ჯენკინსი South Wales Evening Post-თან ინტერვიუს დროს.

0.118375