სხვა

13:30 | 26.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

სუმოისტთა 2 მედალი საერთაშორისო ტურნირიდან

23-24 ნოემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სუმოისტთა საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 8 ქვეყნის სპორტსმენებმა მიიღეს. ტურნირზე მედლებისთვის საქართველოს, რუსეთის, უკრაინის შრი-ლანკის, ირანის, იორდანიის, აზერბაიჯანის და თურქეთის სუმოისტები იბრძოდნენ.

საინტერესოა, რომ შეჯიბრება მხოლოდ აბსოლუტურ წონაში გამომსვლელ სუმოისტთა შორის გაიმართა – ჩემპიონობა კი ლევან ბერიანიძეს  დარჩა. მან თავდაპირველად რუსი და აზერბაიჯანელი სუმოისტი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ნახევარფინალში მასპინძელთა კიდევ ერთ სპორტსმენთან გაიმარჯვა და ფინალის საგზური მოიპოვა.

ფინალში ბერიანიძეს ასევე აზერბაიჯანელი სადიგოვი ელოდა, ვისაც დამაჯერებლად მოუგო და ჩემპიონისთვის კუთვნილი თასი მოიპოვა. საქართველოს ნაკრებს მეორე მედალი ავთანდილ ცერცვაძემ მოუტანა, ვინც ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

 

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.116097